ვაზოსპაზმი არტერიების ან არტერიოლების (უმცირესი ზომის არტერიები) ისეთი ხარისხით შევიწროება, რაც ვერ უზრუნველყოფს ქსოვილის ნორმალურ სისხლმომარაგებას.
ვალსალვას ცდა [ვალსალვას მანევრი] ამოსუნთქვის მცდელობა ცხვირის და პირის ჰაერგამტარი გზების დროებით გადაკეტვისას. მედიცინაში გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციურ ცვლილებაზე დასაკვირვებლად. ყოფაცხოვრებაში იყენებენ დაფის აპკზე ჰაერის (თვითმფრინავით ფრენა, სიმაღლიდან სწრაფი დაშვება) ან წყლის ზეწოლის შესამცირებლად (ყვინთვა). მოწოდებულია იტალიელი ექიმის და ანატომის ანტონიო მარია ვალსალვას მიერ XXVII საუკუნეში.
ვისცერული {”ვისკუს” - შინაგანი ორგანო; ”ვისცერა” - შინაგანი ორგანოები} შინაგანი ორგანოებიდან მომდინარე.
ვისცეროსომატური კონვერგენცია ვისცერული ორგანოს გაღიზიანების გადაცემა სხეულის იმავე მხარეს, იმავე სპინალური სეგმენტის ან მიმდებარე სეგმენტის არეში. ასეთი ინფორმაცია აღიქმება ”საზიანო” ტკივილად და აირეკლება კანის ან კუნთის განსაზღვრულ არეში - ჰედის ზონაში.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012