გერიატრიული ტკივილის დიაგნოზი

      კახაბერ ჭელიძე

ანამნეზის შეგროვება  

ხანდაზმულებში ანამნეზის შეგროვებისას ტრადიციული კომპონენტების გარდა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ გერიატრიული პაციენტები ხშირად:

ტკივილზე საუბარს თავს არიდებენ

აწუხებთ მრავალი ავადმყოფობა (მულტიმორბიდობა)

საჭიროებენ ბევრ მედიკამენტებს (პოლიფარმაცია)

სხვაგვარად შეიგრძნობენ

შეზღუდულად აზროვნებენ

სოციალურად უმწეონი არიან.


ტკივილზე საუბარს თავს არიდებენ  

გერიატრიულ პაციენტთა ნაწილი თითქოსდა შეგუებულია საწუხარს; მიაჩნია, რომ ყველას თავი მოაბეზრა წუწუნით; ტკივილს აღიქვამს როგორც ბედისწერას, გარდაუვალ მოვლენას; თვლის რომ ”სიბერე და ტკივილი განუყოფელია”.


იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულმა პაციენტმა არაფერი დაიჩივლა ტკივილზე, ექიმი ვალდებულია თავად გაამახვილოს ყურადღება ამ სიმტომის არსებობაზე. მათ შორის, საჭიროა კითხვის დასმა კუნთების მტკივნეული სპაზმის - კრამპის არსებობაზეც.


მულტიმორბიდობა  

ტკივილით მიმდინარე ავადმყოფობის გარდა ხანდაზმულებში ხშირია გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის და კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობები. აუცილებელია პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისიწინება.


პოლიფარმაცია  

Basler-ის და თაანაავტორების [1] მიხედვით ხანდაზმულები ტკივილის გამო საშუალოდ იღებენ 7.31 მედიკამენტს (მაქსიმუმი - 19). 5 პრეპარატზე ნაკლებს იღებს პაციენტების მხოლოდ 15.6%. პოლიფარმაცია ზრდის ურთიერთქმედების, თანმხლები მოვლენებისა და შეცდომების რისკს, ამცირებს დამყოლობას.


Basler-ის და თაანაავტორების [2] მიხედვით ხანდაზმულები ტკივილის გამო დღე–ღამეში საშუალოდ 7.31 მედიკამენტს იღებენ (მაქსიმუმი - 19). 5 პრეპარატზე ნაკლებს მხოლოდპაციენტების 15.6% მოიხმარს. პოლიფარმაცია კი ზრდის ურთიერთქმედების, თანმხლები მოვლენებისა და შეცდომების რისკს, რაც ამცირებს პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციათა შესრულების ხარისხს (დამყოლობას).


სენსორული ორგანოების ცვლილებები  

მხედველობისა და სხვა ტიპის სენსორიკის დაქვეითებამ შეიძლება განაპირობოს:

მედიკამენტების კოლოფების (ბლისტერების) არევა

მხედველობის დაქვეითება

ფლაკონის გახსნის პრობლემა

მაგ., რევმატოიდული პოლიართრიტით დაავადებულ პაციენტებს, განსაკუთრებით დილაობით, უჭირთ ბავშვებისგან დაცული სახურავით აღჭურვილი წამლის კონტეინერების გახსნა

ბლისტერებიდან ტაბლეტის ამოღების პრობლემები

პარკინსონიზმი, ართრიტი

აბების გაყოფის პრობლემა

მხედველობის დაქვეითება, პარკინსონიზმი, ართრიტი

წვეთების დათვლის პრობლემა

მხედველობის და მეხსიერების დაქვეითება.


კოგნიტიური შეზღუდვები  

კოგნიტიური შეზღუდვების დროს შეცვლილია

ტკივილის აღქმა

ტკივილის გამოხატვა

ტკივილის თანმხლები ფიზიოლოგიური (ავტონომიური) რეაქციები

ზ.ა. გარემოებების გათვალისწინებით ტკივილის შეფასება და შევსებული კითხვარის სარწმუნოობა გერიატრიულ კონტინგენტში ძალზე სუბიექტურია.


სოციალური შეზღუდვები  

გერიატრიული მკურნალობის ძირითადი მიზანი ხანდაზმული პაციენტის აქტივობის გაზრდა და მისი მკურნალობაში მონაწილეობის ჩართვის ხელშეწყობაა. აქტივობაში მოვიაზრებთ მის კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას, მონაწილეობაში კი - სოციალურ აქტივობას და ფუნქციურობას (მაგ., ჩაცმა დახმარების გარეშე).


კომუნიკაციური ბარიერები ექიმის მხრიდან



კომუნიკაციური ბარიერები პაციენტის მხრიდან



 

ლიტერატურა  

[1] Basler HD, Hesselbarth S, Kaluza G, Schuler M, Sohn W, Nikolaus TH. Komorbidität, Multimedikation und Befinden bei alteren Schmerzpatienten. Der Schmerz 2003;17:252-260

[2] Basler HD, Hesselbarth S, Kaluza G, Schuler M, Sohn W, Nikolaus TH. Komorbidität, Multimedikation und Befinden bei alteren Schmerzpatienten. Der Schmerz 2003;17:252-260

  Copyright 2012