აქტივაციურ/სენსიტიზაციური სუბსტანციები

        კახაბერ ჭელიძე

სტიმულის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ან გამოთავისუფლებული ენდოგენური ანთებითი მედიატორები პათოფიზიოლოგიურ როლს თამაშობენ ანთების განვითარებაში.


ანთებითი მედიატორები პირდაპირ ზემოქმედებენ ნოციცეპტორებზე (სპონტანური ტკივილი ანთების კერაში) ან იწვევენ სენსიტიზაციას - ნოციცეპტორების ზღურბლის დაქვეითებას (გახანგრძლივებული ტკივილი ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს).


ანთებითი მედიატორების წყაროს განეკუთვნებიან

დაზიანებული ქსოვილის უჯრედები

ატფ

კალიუმი

ენზიმები

პროსტაგლანდინები

წყალბადის იონები

სისხლი/პლაზმა

ბრადიკინინი

თრომბოციტები

სეროტონინი

პოხიერი უჯრედები

ჰისტამინი

ნერვის ზრდის ფაქტორი

ლეიკოციტები

ციტოკინები

პროსტაგლანდინები

ლეიკოტრიენები.


ყველაზე მნიშვნელოვანი ალგიური სუბსტანიცია არის კაპსაიცინი. ის მაღალტემპერატურული სტიმულების მიმართ ნოციცეპტორების სენსიტიზაციას და ნეიროპეპტიდის გამოთვისუფლებას იწვევს (ნეიროგენული ანთება).

  Copyright 2012