წამლობა თუ მართვა?

      პიტ მური (Pete Moore) 

      თარგმნა ქეთევან დეკანოზიშვილმა

ტკივილის პერსპექტივა  
ქრონიკული ტკივილით შეპყრობილი პაციენტის რჩევები  
ქრონიკული ტკივილის თერაპიაში შედეგის მისაღწევად საჭიროა ექიმის და პაციენტის თანამშრომლობა, რათა პაციენტმა აქტიური ტკივილის თერაპიის კონცეფცია გაითავისოს.

პიტ მური
, თავადაც ტკივილით შეპყრობილი პაციენტი გიზიარებთ მოსაზრებებს, იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ უკეთ იმუშაოთ თქვენს ტკივილიან პაციენტებთან.

პიტ მური წერს: "ჯანმრთელობის პრობლემის თვითმართვა არც ისე რთულია, როგორც ეს თქვენ წარმოგიდგენიათ და ამის მიღწევის საუკეთესო გზა – ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი მოქმედებაა. ყოველთვის მიმართეთ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის თქვენს ექიმს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს. დროთა განმავლობაში თქვენ უფრო კომპეტენტური გახდებით და შეძლებთ არსებული პრობლემის გაკონტროლებას".
ავტორის წინასიტყვაობა  
ძვირფასო მკითხველო, ამ მოდულში მე მოვერიდები სამედიცინო ტერმინოლოგიის და, თუნდაც, ჟარგონის გამოყენებას. კარგად უნდა უწყოდეთ, რომ ძალზედ რთულია მუდმივი ტკივილით გატანჯული ადამიანის ყურადღებით მოსმენა, მისი გაგება, მკურნალობა და სრულფასოვანი დახმარება.

პაციენტები, ჩვეულებრივ, თქვენგან ტკივილის დაამებას და პრობლემების გადაწყვეტას ელოდებიან. ტკივილიანი პაციენტების უმეტესობა იმედოვნებს, რომ ექიმი დამოუკიდებლად შეძლებს გაუყუჩოს ტკივილი ტაბლეტების, ინექციების და სხვა სამკურნალო საშუალებების მეშვეობით.

მაშინ როდესაც მე, სხვებთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ

პაციენტმა თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ტკივილის მართვაში.



ჩვენი მდგომარეობა რთულია, უამრავი რამ გვაწუხებს და შეიძლება საკმაოდ აბეზარებადაც კი ვჩანდეთ. უფრო მეტიც, ჩვენი არც მოქმედება და არც ქცევა ჩვეულებრივი არ არის

მაგრამ, არ მინდა მხოლოდ ფიქრების გაზიარებით და ჩვენი უცნაური ქცევების მოყოლით შემოვიფარგლო. მე მინდა უფრო შორს წავიდე და ტკივილის დაძლევის ჩემეული ხედვა გაგიზიაროთ. ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა თქვენი პაციენტებისთვის შეგეთავაზებინათ ჩემს მიერ გამოცდილი ტკივილის დაძლევის და თვითმართვის რამდენიმე მეთოდი.


გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ თქვენს პაციენტს შესაძლებელია იმაზე მეტი ზრუნვა სჭირდებოდეს, ვიდრე თვენ შეგწევთ ამის უნარი. მათთვის ეგებ უფრო სასარგებლო იყოს ტკივილის მართვის ამბულატორიულ ან სტაციონარულ სპეციალურ პროგრამაში (PMP) ჩართვა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ასეთი პროგრამები ხშირად ხელმიუწვდომელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება თქვენ თავად მოგიწიოთ თვითმართვის გამოცდილი და სანდო მეთოდების შეთავაზება ტკივილიანი პაციენტებისთვის.


1. ადამიანი, რომელსაც აწუხებს ტკივილი  
1.1 ტიპური მდგომარეობა  

ტკივილი, რომელიც თვეები გრძელდება და არ ემორჩილება მკურნალობას, ბევრისთვის შეიძლება გაუსაძლისი და დამთრგუნველი გახდეს. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მარტო კონკრეტული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და თანამშრომლებზეც კი.


ასეთ ადამიანებს უჭირთ აღიარონ, რომ სწორედ ტკივილია მათი ავადმყოფობა და უნდა ისწავლონ მასთან თანაცხოვრება. ისინი ექიმისგან მოელიან სწორ დიაგნოზს და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას.


მაშ ასე, ტკივილით გულშეწუხებული ადამიანი შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს, როდესაც გასინჯვის შემდეგ ექიმი დაასკვნის: 
 
"ძვირფასო პაციენტო, ვშიშობ, რომ თქვენ ქრონიკული ტკივილი გაქვთ და უნდა ისწავლოთ ცხოვრება მასთან ერთად".


აღიარების პრობლემა

რამ წარმოშვა პრობლემა?


ადამიანებს არ უნდათ გამოირჩეოდნენ სხვებისგან და ურჩევნიათ საზოგადოების ღირსეულ ნაწილად დარჩნენ;

თუ თქვენ ეტყვით, რომ მათ გარკვეულწილად უნდა შეცვალონ ყოველდღიურობა, სავარაუდოდ ისინი წინააღმდეგობას გაგიწევენ;

მათ სურთ ცხოვრება ძველებურად გააგრძელონ.


შაქრიანი დიაბეტის დადგენისთანავე, ნებისმიერი პაციენტი ახალი, შეზღუდული კვების რაციონს და მუდმივად მისაღები წამლების სიას იღებს და კარგად აქვს გააზრებული, რომ დარჩენილი ცხოვრება ამ წესებით, ამ წამლების დახმარებით უნდა გაატაროს. ასეთივე აუცილებლობას წარმოადგენს ტკივილის მქონე პაციენტებისთვის იმისი გააზრება, რომ ტკივილის დასაძლევად მან აქტიური ცხოვრების წესები, რელაქსაცია, სხვა ტკივილის მართვისთვის აუცილებელი პროცედურები თუ ჩვევები უნდა შეითვისოს.


ექიმისგან მოელიან ტკივილისგან სრულ განკურნებას

გავიხსენოთ თქვენი ბავშვობა. სად მიჰყავდით მშობლებს, როდესაც ავად ხდებოდით? უმეტეს შემთხვევაში, ექიმთან. სწორედ  ექიმი გინიშნავდათ წამალს ან  მანიპულაციას და ამის შედეგად, უკეთ გრძნობდით თავს.


როდესაც ადამიანებს მუდმივი ტკივილი სტანჯავთ, მათ იგივე მოლოდინი აქვთ ექიმისგან. იმედოვნებენ, რომ მიიღებენ წამალს და განიკურნებიან. მაგრამ ეს დამოკიდებულება, ასეთი მოლოდინი, მცდარია. მათ უნდა ისწავლონ, როგორ გახდნენ ამ პროცესის ნაწილი და თავად აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა ტკივილზე.


ტკივილზე დამოკიდებულება

იშვიათად პაციენტს შესაძლებელია აწყობდეს კიდეც ტკივილთან ერთად ცხოვრება. ასეთი გამონაკლისებია:

სამსახურით უკმაყოფილება


ტკივილით შეპყრობილი პაციენტები ტკივილზე დამოკიდებულები ხდებიან კარგად ცნობილი მიზეზების გამო. როდესაც ვეკითხები პაციენტს მოსწონს თუ არა სამსახური, დაახლოებით 75 პროცენტისგან ვიღებ უარყოფით პასუხს. ქვეცნობიერად, ასეთი ადამიანები შეიძლება იყენებდნენ ტკივილს არასასურველი სამუშაოს თავიდან ასარიდებლად.

ყურადღების მიპყრობის სურვილი


პაციენტების ნაწილი აცნობიერებს, რომ ტკივილის გამო ისინი მეტ ყურადღებას იქცევენ. საბედნიეროდ ასეთი რამ ხშირად არ გვხვდება.

დაზღვევის მიღება


თუ პაციენტი ფულად ანაზღაურებას იღებს სამსახურში მიღებული ტრავმის გამო, ესეც შეიძლება იქცეს თქვენთვის პრობლემად. პაციენტს შეუძლია არ აგყვეთ და არ შეასრულოს თქვენი დანიშნულება, რადგან ტკივილი ზოგჯერ კომპენსაციის მიღების ერთადერთი საშუალებაა.


1.2 სამი ჩვევა ანუ სამი თავისებურება  

ტკივილით შეპყრობილ პაციენტებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თვისება და ჩვევა:


     1. "კარგი" და "ცუდი" დღის ქცევა

     2. მაქსიმალიზმი

     3. სხვათა დახმარების სურვილი


რატომ ხდება ასე? პასუხი ცალსახაა: ტკივილით შეპყრობილ პაციენტებს არ სურთ გამოირჩეოდნენ სხვა ადამიანებისგან და თავს სხვებისგან გარიყულად გრძნობენ.


ტკივილი უხილავია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ საქმე გაქვთ არა მარტო ტკივილთან, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოვრებაზე, არამედ ემოციებთანაც, რომლებიც თან სდევს ტკივილს.


"კარგი" და "ცუდი" დღის ქცევა

ტკივილით შეპყრობილი პაციენტები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მეტს აკეთებენ "კარგ" დღეებში და ნაკლებს – "ცუდში", რადგანაც "კარგ" დღეებში ისინი ცდილობენ აინაზღაურონ დანაკლისი.


მაქსიმალიზმი

პაციენტები ცდილობენ წინასწარ დაგეგმილზე მეტი გააკეთონ. ისინი ისახავენ არარეალურ მიზნებს. 

მაგალითად "მთელი სახლი უნდა დავალაგო". ამით ცდილობენ დაემსგავსონ სხვებს, ვინც უტკივილოდ ცხოვრობს.


ადამიანების დახმარება

როდესაც ტკივილიან პაციენტებს პარტნიორები, მეგობრები ან თანამშრომლები სთხოვენ რაღაცის გაკეთებას – ისინი ერიდებიან უარის თქმას, რადგანაც არ უნდათ სხვებისგან გამოირჩეოდნენ. მათ ავიწყდებათ, რომ სხვა ადამიანებს არა აქვთ ტკივილის პრობლემა. ამიტომ მათთვის ძნელია თქვან – "არა".


1.3 პიტის ქრონიკული ტკივილის ციკლი  

ტკივილის მქონე პაციენტები იციკლებიან ხოლმე ტკივილში. თუ თქვენ სწორად განუმარტავთ მათ ამ პროცესს, ისინი აუცილებლად შეიცნობენ საკუთარ თავს ამ მანკიერ ციკლში.



ზოგჯერ ისრები შეიძლება საათის ისრის საწინააღმდეგოდაც ტრიალებდეს. მაგალითად: უმუშევრობით გაჩენილმა თავისუფალმა დრომ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური ფიქრები, მომავლის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, შიში და ა. შ.



1.4. მაღალი და დაბალი აქტივობის მონაცვლეობა  

ტკივილის მქონე პაციენტები, თითქოს "ან ყველაფერი, ან არაფერი" პრინციპით მოქმედებენ და ამის გამო ჩართულები არიან მაღალი და დაბალი აქტივობის ციკლში. როგორც ჩანს, ეს მათი ცხოვრების ჩვეული რიტმია. როდესაც პაციენტები გამოდიან დათრგუნული მდგომარეობიდან, ისინი აქტიურდებიან. ადრე მათ არ შეეძლოთ განეხორციელებინათ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა, ისეთი, როგორიცაა სამსახურში სიარული ან საოჯახო საქმეები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეჩვენებოდეთ, რომ შეაწუხეს სხვა ადამიანები და დანაშაულის გრძნობასაც განიცდიან. ამიტომ, პაციენტები ცდილობენ გამოასწორონ ეს გარემოება. ისინი უკვე ზედმეტად იტვირთავენ თავს, რის გამოც უძლიერდებათ ტკივილი და იძულებულნი ხდებიან საწოლს დაუბრუნდნენ.


პაციენტებმა უნდა გაითავისონ, რომ მაშინაც, როდესაც თავს კარგად გრძნობენ, აქტიურობა ზომიერი უნდა იყოს, რათა არ განმეორდეს ზედმეტად აქტიურობის და უმოქმედობის მონაცვლეობა.

"ან ყველაფერი, ან არაფერი"

აქ წარმოდგენილია რამდენიმე მიზეზი, რომელსაც ასახელებენ ადამიანები დაბალი და მაღალი აქტივობის ციკლში ჩართვისას და ტკივილის დროს:

ისინი ჩვეულებრივ იყენებენ ტკივილს, რათა მართონ გარკვეული მოქმედების დაწყების და დასრულების პროცესი

მაგ., "მე შევწყვიტე ბაღში მუშაობა, რადგანაც ტკივილი გამიძლიერდა".

სამსახურის ან ოჯახის დავალებებზე უჭირთ უარის თქმა და როდესაც საქმეს ხელს ჰკიდებენ, ისეთი განცდა აქვთ, რომ ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანონ.


1.5 ირაციონალური აზროვნება და ტკივილისთვის დამახასიათებელი ქცევა  

ტკივილიან პაციენტებს, ჩვეულებრივ ბევრი სხვა პრობლემაც აწუხებთ:

მომავლის შიში

სიბრაზე – რატომ მაინცდამაინც მე!

აღშფოთება და იმედგაცრუება იმის გამო, რომ რაღაც ვერ გააკეთა



ბევრი პაციენტი რჩება მსხვერპლის როლში. არ არის ჩემგან მართებული ამაზე საუბარი, მაგრამ მე თვითონაც ასე ვფიქრობდი; ყველაზე ხშირად ვხმარობდი გამოთქმას 


"ამას ვერ გავაკეთებ, ეს მიძლიერებს ტკივილს".


მსხვერპლის როლში ყოფნა

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც ხშირად შეიძლება მოისმინოთ ტკივილიანი პაციენტებისგან:

"ჩემნაირი ტკივილი რომ გაწუხებდეს, შენც შეგეშინდებოდა."

"ეს ტკივილი ოდესმე გამივლის, ექიმო?"

"მეჩვენება, რომ დრო არ გადის და ყველა დღე ერთნაირია."

"დავბრუნდე სამსახურში? ...ხუმრობთ?!"

"მე უძლური ვარ, ვერ ვაკონტროლებ ჩემს ტკივილს."

"არავის არ ვჭირდები."

"მინდა ვეთამაშო ჩემს ბავშვებს, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ მაძლვს ამის საშუალებას".



2. ტკივილის მართვის უნარები  
2.1 ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისაკენ ანუ თანმიმდევრულობა  

ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა და თანმიმდევრულობა ტკივილის წარმატებით მართვის მთავარი გასაღებია.


რა ნაბიჯებია ეს? პირველ რიგში თქვენს წინაშე მდგარი ამოცანების ეტაპობრივი შესრულება და დასახული მიზნისკენ განუხრელი სვლა.


ტკივილის მართვაში წარმატებისათვის პაციენტის მიერ ტკივილის გაკონტროლების სამ ეტაპს გამოვყოფდი:




ერთი მაგალითი ყოველდღიურობიდან

პაციენტმა განიზრახა ბაღის დამუშავება. ამისათვის ბაღი პირობითად სექციებად უნდა დაყოს და სამუშაოს შესრულების დროს ეცადოს არ გადაუხვიოს გეგმისაგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ იგრძნობს ტკივილს ბაღის ერთი სექციის დამუშავების შემდეგ, ურჩიეთ 


გაჩერდეს, დაისვენოს და შესრულებული სამუშაოთი დატკბეს.


ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ტკივილიანი პაციენტების უმეტესობას იმაზე მეტის მიღწევა და გაკეთება სურს, რაც საღ აზრს ეწინააღმდეგება. ასე მაგალითად: ბაღის ერთი სექციის დამუშავების შემდეგ შესვენების აუცილებლობა ეწინააღმდეგება ამ "მეტის მიღწევის" სურვილს. მაგრამ, თუ ისინი არ გამოიჩენენ მოუთმენლობას, მიხვდებიან, რომ მებაღეობა ტკივილს კი არ უტოლდება, არამედ სიამოვნებას და დასრულებულ სამუშაოს.


როგორ შეჭამდით სპილოს?

კითხვა – "როგორ შეჭამდით სპილოს?"

პასუხი – "ერთ ლუკმად".


როდესაც პაციენტები სწავლობენ "ეტაპობრივ მიდგომას" და იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას, მალევე ამჩნევენ საკუთარ მიღწევებს ტკივილის გაკონტროლებისას. წარმატებული ნაბიჯები კი თავდაჯერებულობას მატებს ადამიანს.

2.2 აქტიურობის შენარჩუნება  

ტკივილით შეპყრობილი პაციენტები, ჩვეულებრივ, ნაკლებად აქტიურნი არიან. ბევრს სჯერა, რომ 

"აქტიურობა ზიანის ტოლფასია".


თანამედროვე შეხედულება საპირისპიროა – 


აქტიურობა და ვარჯიში განაპირობებს ტკივილის შემსუბუქებას.


რამდენიმე სიკეთე

აქტიურობის შენარჩუნება:

აუმჯობესებს და ინარჩუნებს საერთო ჯანმრთელობას

ზრდის კუნთების ძალას და ამცირებს კუნთების დაძაბულობას

ზრდის გამძლეობას

აუმჯობესებს ძილის და კოორდინაციის ხარისხს

ამცირებს დაღლილობას და ზრდის ენერგიას

ებრძვის დეპრესიას, შფოთვას და სტრესს

ინარჩუნებს პოზიტიურ პერსპექტივას


და, რაც ყველაზე მთავარია:


პაციენტი მეტად აკონტრელებს საკუთარ თავს!


მნიშვნელოვანი რჩევა:


აქტიურობაში შეიძლება ჩაითვალოს საოჯახო საქმიანობა ან რაიმე ჰობი:

დალაგება

მტვერსასრუტით დასუფთავება

კერძის მომზადება

გასეირნება

მებაღეობა

ცურვა

სპორტულ სექციაში სიარული (მაგალითად იოგაზე)

სპორტული თამაშები


სიბრაზის შემოტევა

ეს ტკივილიდან ყურადღების გადატანის საუკეთესო გზაა. ამასთან ერთად, ადამიანებს ეუფლებათ მიღწეულით ტკბობის განცდა. მიუხედავად ამისა, პაციენტების უმრავლესობას არა აქვს გაიგივებული ტკივილი მის ძირითად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.


ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა: 

წნევა

ართრიტი

სიმსუქნე

მაღალი ქოლესტერინი

და ბევრი სხვა.


გააქტიურებას და ვარჯიშს შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრაშიც დახმარება.


მნიშვნელოვანი რჩევა:

როდესაც მოუწოდებთ პაციენტებს გააქტიურებისაკენ, ეს უნდა გააკეთონ თანდათან.

ტკივილიანი პაციენტების კრედოა "ან ყველაფერი, ან არაფერი", ამიტომაც ისინი შეეცდებიან ყველაფერი ერთბაშად გააკეთონ. ხუმრობით მოუწოდეთ მათ "მიბაძონ თუნდაც კატებს და ძაღლებს", ანუ გაიზმორონ და გაიწელონ, მსუბუქად გაივარჯიშონ, ვიდრე ფიზიკურ აქტივობას შეუდგებიან.


2.3 შეიმუშავეთ სათადარიგო გეგმა  

ტკივილით შეპყრობილი პაციენტებისთვის დამახასიათებელია ფეთქებადი ხასიათი. კარგი იქნება, თუკი ისინი უმიზეზო ბრაზს დაიოკებენ და ამისათვის სპეციალურ გეგმასაც შეიმუშავებენ.


პირველი, რაც უნდა იცოდეს პაციენტმა ამ დროს – არ აჰყვეს ნერვებს და არ ჩავარდეს პანიკაში


შეეცადეთ, მიაწოდოთ პაციენტს დადებითი გზავნილი და აუხსნათ, რომ უეცარი სიბრაზის შეტევა საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთ დროს.


ურჩიეთ პაციენტს:

პრიორიტეტების მიხედვით დაალაგონ და ეტაპობრივად შეასრულონ თავიანთი საქმეები და მოვალეობები

საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

გაამარტივონ პრობლემა

მიმართონ რელაქსაციის საშუალებებს კუნთების მოსადუნებლად

მიმართონ აქტიური ცხოვრების წესს.


ტკივილიან პაციენტებს ახასიათებთ უეცარი გაბრაზება და გაცეცხლება. წონასწორობის ასეთ დაკარგვას, როგორც წესი, იწვევს ზედმეტი შრომა, გეგმიდან გადახვევა ან უბრალოდ იმისი დავიწყება, რომ მათ ტკივილის პრობლემა აქვთ. 


ამ ტიპის პაციენტებს, ჩვეულებრივ, უნდათ მუშაობის შეწყვეტა, შესვენება ან დაწოლა იმის შიშით, რომ უარესი მოუვათ; მაგრამ, აქტიურობის შეჩერება უფრო მეტ ზიანს იწვევს. 


ასე რომ, ურჩიეთ მათ იაქტიურონ შესაძლებლობის ფარგლებში.


3. პაციენტი და ექიმი  
3.1 ურთიერთობა  

პაციენტები ხშირად წუწუნებენ, რომ ვერ უგებენ საკუთარ ექიმს. თქვენს მიერ დასმული დიაგნოზი, ახსნა-განმარტებები ან ინსტრუქციები შესაძლოა რთული და გაუგებარი იყოს მათთვის. 


თქვენ საუბრის დროს სამედიცინო ტერმინოლოგიას იყენებთ და ამავდროულად ყურადღებას არ აქცევთ იმას, რომ 


პაციენტს სამედიცინო განათლება არა აქვს.


ექიმის მოღვაწეობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. ეცადეთ:

მოუსმინოთ

გააუმჯობესოთ და დახვეწოთ ინსტრუქციების ახსნა

შეამოწმოთ რამდენად სწორად გაიგო პაციენტმა თქვენი რჩევები


მოსმენა

ვიდრე შეკითხვებს უპასუხებთ, ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს პაციენტს. 

ზოგჯერ ექიმები (და პაციენტებიც) ისე ჩქარობენ პასუხის გაცემას, რომ მათ არც ესმით რაზე ელაპარაკება მოსაუბრე

როდესაც პაციენტი დაამთავრებს მოყოლას, შეეცადეთ რამდენიმე წამი დაიცადოთ, ვიდრე უპასუხებთ. 

მაგალითად "თუ სწორად გავიგე, თქვენი ტკივილი მატულობს დღის ბოლოს და აუარესებს ძილს".


ინსტრუქციების ენა

ექიმმა და პაციენტმა უნდა შეძლოს მარტივ ენაზე საუბარი


ექიმის რჩევები და დარიგებები გასაგები უნდა იყოს ყველასთვის. 


გახსოვდეთ, რომ თქვენი პაციენტი შეიძლება განიცდიდეს ტკივილს ვიზიტის დროს და ამის გამო გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. 


სთხოვეთ პაციენტს იყოლიოს თან თანმხლები პირი, რომელიც ჩაინიშნავს თქვენს დარიგებებს. შეგიძლიათ აგრეთვე, ჰკითხოთ პაციენტს, ხომ არ სურს დაუწეროთ რეკომენდაციები და ინსტრუქციები. 


მოერიდეთ პაციენტის იძულებას თქვენი თანდასწრებით წაიკითხოს ან დაწეროს რამე. ამას შეიძლება განათლებამ, ჩვევებმა ან მხედველობის პრობლემამ შეუშალოს ხელი. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ინსტრუქციების სხვა გზით ახსნა, მაგალითად დახატოთ სურათები და ა.შ.


შემოწმება

დარიგებების და ინსტრუქტირების შემდეგ აუცილებელია სთხოვოთ პაციენტს გაიმეოროს ყველაფერი, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გაიგო თუ არა მან თქვენი მითითებები.


3.2 გუნდური მუშაობა  

თქვენ და თქვენმა პაციენტმა ერთ გუნდად და ერთი მიმართულებით უნდა იმოქმედოთ. თუ თქვენ ისეთ წამალს ნიშნავთ, რომელზედაც პაციენტს გული ეთანაღრება ან ეჭვის თვალით უყურებს თქვენს რჩევებს სულაც იმის გამო, რომ ,,არ უყვარს'' წამლები – შედეგს ვერასდროს ვერ მიიღებთ. 


ასეთ დროს აუცილებელია, დაარწმუნოთ პაციენტი თქვენი რეკომენდაციების სისწორეში.





გუნდური მოღვაწეობის პრინციპი

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ აძლევთ პაციენტს ტკივილის მართვის ინსტრუქციებს ან უნიშნავთ მედიკამენტებს, მაგრამ იგი არ გემორჩილებათ? ამას უბრალოდ ვერ ვუწოდებთ გუნდურ მუშაობას. პაციენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ტკივილზე და ახსოვდეს, რომ ეს "მისი" ტკივილია და არა "თქვენი". ეს ერთობლივი ძალისხმევაა ექიმსა და პაციენტს შორის.


თუ პაციენტი არ იცავს თქვენს ინსტრუქციებს, კარგი იქნებოდა თუ დაინტერესდებოდით რამდენად სწორად გაიგო მან თქვენი დარიგებები და შეუძლია თუ არა მათი შესრულება.


ალბათ, ახლა უკვე ხვდებით რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კარგი კომუნიკაციის დამყარება პაციენტთან. აზრი არა აქვს პაციენტებისთვის ინსტრუქციების მიცემას თუკი თქვენს შორის სრული თანხმობა არ ჩამოყალიბდება და პაციენტები არ შეასრულებენ თქვენს მითითებებს. ეს მხოლოდ დროის კარგვაა როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პაციენტისთვის.

საერთო მიზნები

 

მნიშვნელოვანია გაიგოთ რას აკეთებს თქვენი პაციენტი ტკივილის შესამსუბუქებლად. შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც აღმოაჩენთ, რომ იგი უკვე ტკივილის მართვის საკუთარი უნარებითაა აღჭურვილი. ასე რომ, დაეყრდენით მას. რატომ უნდა გამოიგონოთ ბორბალი თავიდან?

როგორ ამხნევებთ და რითი იზიდავთ პაციენტს იმისათვის, რომ გახდეს თქვენი გუნდის წევრი?


პირველ რიგში განიხილეთ მასთან ერთად ის შიშები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თქვენი ინსტრუქციების მიმართ. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ:


"მე ბევრი სხვა პაციენტი მინახავს, რომელსაც ზუსტად თქვენნაირი ტკივილი ჰქონდა და თუ თქვენ დაიცავთ ჩემს რეკომენდაციებს, მერწმუნეთ, რომ ბევრად უკეთესი და ბედნიერი ცხოვრება გექნებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით გაწუხებთ რაიმე ისეთი, რაც ერთად უნდა გავიაროთ და რაშიც მე შემიძლია დაგეხმაროთ?"


ან


"მოდით ერთად შევიმუშაოთ თქვენი სამოქმედო გეგმა, რაც არაერთხელ გამიკეთებია სხვა პაციენტებთან."


აქ პაციენტთან ისეთ შეთანხმებაზე უნდა წახვიდეთ, სადაც გარკვეულია რის გაკეთებას მოითხოვთ მისგან. და რა თქმა უნდა, პაციენტმაც უნდა შეასრულოს თქვენი დანიშნულება.


3.3 ვალდებულება  

უკეთესი შედეგების მისაღწევად თქვენ გჭირდებათ სამოქმედო გეგმის და შეთანხმების შემუშავება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პაციენტისთვის.




სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმის მიზანია ტკივილიანი პაციენტებისათვის ისეთი დავალების მიცემა, რომელიც გამამხნევებელი იქნება მათთვის. აქამდე ისინი თავს არიდებდნენ რაიმე გეგმის განხორციელებას წარსულში დასახული გეგმების წარუმატებლობის მიზეზით, ძირითადად კი, თავიანთი "მეტის მიღწევის" ნიშნის გამო.


სამოქმედო გეგმის შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც თვითონ პაციენტი ისახავს გეგმებს, თქვენ კი ეხმარებით. სამოქმედო გეგმა ტკივილის დაძლევაში პროგრესის მისაღწევად სჭირდებათ. ეს ერთგვარი მიმართულებაა. თუ არ იცი გზა ძალიან პატარა შანსია, რომ მიაღწიო დანიშნულების ადგილს.


სამოქმედო გეგმა აჩვენებს პაციენტს, რომ მას შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს შესრულება და აგრეთვე საშუალებას აძლევს ექიმს თვალყური ადევნოს რამდენად აკონტროლებს პაციენტი ამ გეგმის წარმატებას თუ წარუმატებლობას.


დროთა განმავლობაში თქვენ აღმოაჩენთ, რომ პაციენტები უფრო მეტ ფანტაზიას იყენებენ სამოქმედო გეგმის მიმართ. რა თქმა უნდა, კარგია პაციენტების წახალისება, მაგრამ გახსოვდეთ რომ ისინი მაქსიმალისტები არიან და შეახსენეთ, რომ არ დაისახონ აუსრულებელი მიზნები.


პაციენტის და ექიმის შეთანხმება

ექიმმა პაციენტს უნდა აუხსნას, რომ ტკივილის მართვა ორმხრივი მოქმედებაა და ორივე ერთნაირი პასუხისმგებლობით და დატვირთვით უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამისათვის მან უნდა განუსაზღვროს პაციენტს საკუთარი როლი.


განუმარტეთ თქვენს პაციენტს როგორი დახმარების გაწევა შეგიძლიათ მისთვის და რა უნდა გააკეთოს თავად. კიდევ ერთხელ შეახსენეთ, რომ ის გუნდის წევრია და მასაც აქვს ვალდებულებები.


ურთიერთსასარგებლო შედეგის მისაღწევად თქვენც უნდა შეძლოთ სამოქმედო გეგმის ჩამოაყალიბება და პაციენტთან შეთანხმება. ეს წააგავს კონტრაქტის დადებას იმ ადამიანთან, რომელსაც ქირაობთ სახლში გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, ოღონდ ეს სულაც არ არის ქორწინების კონტრაქტის მსგავსი (ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ არ აპირებთ ურთიერთობას პაციენტთან "სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ").


4. გზის გაგრძელება  
4.1 პაციენტი უკვე დამოუკიდებელია  

რამდენად გჯერათ, რომ ექიმს შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე დაეხმაროს ტკივილიან პაციენტს? პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა ეს გადაჭარბებული მოთხოვნაა. რაღაც მომენტში პაციენტი თქვენზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს და თავად გააგრძელოს საკუთარი ტკივილის მართვა.


მაგალითისთვის, ეს შეგიძლიათ შეადაროთ სიტუაციას, როდესაც ადამიანი სწავლობს მანქანის მართვას და აბარებს გამოცდას: საკმაოდ უჩვეულო იქნებოდა ინსტრუქტორისგან ტარების გაკვეთილების აღება ტესტის ჩაბარების შემდეგ. ახალბედა მძღოლი, რა თქმა უნდა დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ იმ უნარებით, რომელიც მას გამოუმუშავა ინსტრუქტორმა, იგი შეძლებს დაიძვრინოს თავი პრობლემური სიტუაციებიდან. იგივე ხდება თქვენს შემთხვევაშიც.


4.2 პაციენტის მხარდაჭერის ჯგუფები  

თვითდახმარების ჯგუფები ერთგვარი გზაა პაციენტებისთვის ექიმის გარეშე მართონ ტკივილი.


ამგვარ ჯგუფებს საუკეთესო განწყობის მქონე ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც როგორც წესი არაპროფესიონალები არიან და ჩვეულებრივ, გამოცდილებას 1 ან 2 წლის შემდეგ იძენენ.


უნდა განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი:

კეთილგანწყობილი, მაგრამ ხანმოკლე

საჭიროებს სტრუქტურას და მიმართულებას

გამოიძიეთ, სანამ გააგზავნით პაციენტს


კეთილგანწყობილი, მაგრამ ხანმოკლე

ხშირად მხარდამჭერ ჯგუფს აარსებენ ენერგიული და საუკეთესო განზრახვების მქონე ადამიანები, მაგრამ მხარდაჭერის, შესაბამისი წვრთნის და სტრუქტურის ნაკლებობის გამო, მათ ამ საქმიანობის შეწყვეტა უწევთ. ჯანდაცვის წარმომადგენლები განიხილავენ ამგვარი ჯგუფების უმეტესობას, როგორც ადგილს, სადაც ადამიანს შეუძლია წავიდეს და მოისმინოს ისტორიები ტკივილზე.


საჭიროებს სტრუქტურას და მიმართულებას

ამასთანავე, თუ მხარდამჭერ ჯგუფს აქვს სტრუქტურა, ის შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თქვენთვის სასრგებლო რესურსი. სტრუქტურა ნიშნავს, რომ მას სჭირდება შეხვედრის საწყისი, შუა და დამასრულებელი ეტაპები. უკეთესიც იქნებოდა, თუ მხარდამჭერი ჯგუფები შეძლებდნენ ტკივილის თვითმართვის ტექნიკის და პროგრამების შემუშავებას, შესაძლოა დაგეგმილი პროგრამის მიხედვით, ექიმის თერაპიის ნაცვლად.


გარდა სტრუქტურისა, ისინი შეიძლება იყვნენ სასარგებლო და ხელშემწყობი თქვენი პაციენტისთვის. მინდა გირჩიოთ, სანამ გააგზავნით თქვენს პაციენტს მათთან, ჯერ გაარკვიეთ მხარდმჭერი ჯგუფის ხარისხი.


თვითმართვის პროგრამა

თვითმართვის პროგრამა კიდევ ერთი შესაძლებლობაა პაციენტის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ეს მარტივი, სტრუქტურირებული პროგრამებია, რომლებსაც კითხულობენ ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ხანგრძლივი ტკივილით ცხოვრობენ.


ტკივილის მართვის პროგრამების მიზანია - ხანგრძლივი ტკივილით გამოწვეული უუნარობის და სტრესის შემცირება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და პრაქტიკული მეთოდების შესწავლის გზით ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყოველდღიურ საქმიანობაში დასაბრუნებლად.


4.3 თვითმართვის ინსტრუმენტები

არაპროფესიონალების მიერ ჩამოყალებებულ თვითმართვის პროგრამებს და თვითდახმარების ორგანიზაციებს წლების მანძილზე უყურებდნენ სკეპტიკურად. პირადი ინიციატივით, პირადად მე ვიყავი ჩართული ამგვარ ორგანიზაციებში 1987 წლიდან და ბევრი ჯანდაცვის წარმომადგენელი მეკითხებოდა თუ როგორ შეიძლება იყოს ეს პროგრამები ესეთი ეფექტური, როდესაც მათ უძღვებიან არაპროფესიონალები.


არაპროფესიონალების მიერ ჩამოყალებებულ თვითმართვის პროგრამებს და თვითდახმარების ორგანიზაციებს წლების მანძილზე უყურებდნენ სკეპტიკურად. 1987 წლიდან საკუთარი ინიციატივით, პირადად ვიყავი ჩართული ამგვარ ორგანიზაციებში. ჯანდაცვის წარმომადგენლები ხშირად მისვამდნენ კითხვას: როგორ შეიძლება იყოს ეს პროგრამები ეფექტური, როდესაც მათ არაპროფესიონალები უძღვებიან?


და, კიდევ:


ეს პროგრამები ახალია თუ არა?


არა, ეს კონცეფცია 30-იანი წლებიდან არსებობს.


მინდა გკითხოთ:


რომელია ყველაზე მასშტაბური თვითდახმარების ორგანიზაცია მხოფლიოში, რომელზეც მიბმულია თვითმართვის პროგრამა?


პასუხი:


"ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ანონიმური მსოფლიო ორგანიზაცია", რომელიც ეხმარება სმასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს. ისინი იყენებენ თვითმართვის "12-საფეხურიან პროგრამას". ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ 12-საფეხურიან პროგრამაში, მეტ კონტროლს უწევენ საკუთარ ცხოვრებას.


ექიმის გადმოსახედიდან, თუ თქვენ მოგმართათ პაციენტმა სმის პრობლემით, როგორ მოიქცეოდით, ურჩევდით ჩართულიყო "ალკოჰოლზე დამოკიდებულთა ანონიმურ" პროგრამაში თუ სხვა ექიმთან გააგზავნიდით?


როგორც ავტომექანიკოსებს აქვთ უამრავი ინსტრუმენტი მანქანების გასარემონტებლად, ასევე ტკივილიან პაციენტებს უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტთა არჩევანი საკუთარი ტკივილის სამართავად.


საჭირო უნარები:

ძირითადი მიმართულებების დასახვისთვის

ქმედებების დაგეგმვის და მიზნების დასახვისთვის


ისინი გაეცნობიან:

პრობლემის გადაჭრის ხერხებს

გააქტიურებას

უკეთესად სუნთქვას

დაღლილობის მართვას

ჯანმრთელ კვებას

რელაქსაციას

ოჯახის წევრებთან და ჯანდაცვის პროფესიონალებთან ურთიერთობას

მედიკამენტურ მკურნალობას

........ და ბევრ სხვას!


4.4 სხვა საშუალებები  

რა თქმა უნდა, ასევე არსებობს ბევრი სხვა საშუალებაც, რომელიც შეუძლია გამოიყენოს პაციენტმა. მაგალითად, საზოგადოებრივი რესურსები. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ პაციენტებს სთხოვონ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და კოლეგებს დაეხმარონ მათ ახალი იდეებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკა აზრთა გაცვლა-გმოცვლის ყველაზე კარგი საშუალებაა.


საერთო საშუალებების მაგალითებია:




4.4 სხვა საშუალებები  

ადამიანთა უმეტესობას უჭირს აღიაროს, რომ მუშაობა სასარგებლოა მათთვის.


იმედი მაქვს, რომ შეძლებთ დაარწმუნოთ თქვენი პაციენტი, რომელიც ჯერ არ არის საპენსიო ასაკის და მხოლოდ ტკივილის გამო არ მუშაობს – დაიწყოს მუშაობა. სამსახურში დაბრუნება დაეხმარება მას დაიბრუნოს თავდაჯერებულობა და, ზოგადად, დასძლიოს ტკივილი.


მაშ ასე – სამსახურში დაბრუნება:

უბრუნებს ადამიანს ღირსების გრძნობას და თავდაჯერებულობას

დაეხმარება პაციენტს ყურადღების გადატანაში

რეაბილიტაციის ნაწილია

ზრდის პაციენტის შემოსავალს

სასარგებლოა ოჯახისთვის


სამსახურში დაბრუნების მიზეზები

როდესაც ტკივილი პაციენტის მუშაობის უნარზე ახდენს გავლენას, ეს სერიოზულ მატერიალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ქმნის როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. ვინც არ მუშაობს, შეიძლება იღებდეს დახმარებას საკუთარი თავის და ოჯახის სარჩენად.


პაციენტებმა შესაძლოა გითხრან, რომ არ შეუძლიათ მუშაობა ტკივილის გამო. თუმცა დღესდღეობით ცნობილია, რომ სამსახურში დაბრუნება ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და გამოჯანმრთელების დაჩქარებას.


ჩემთვის ცნობილი მაგალითების მიხედვით უფრო მეტი პაციენტის სამსახურში მიბრუნების საბაბი გახდა თვითმართვის პროგრამაში ჩართვა. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ისინი კარგი მუშაკები არიან და იშვიათად აცდენენ სამსახურს ტკივილის გამო, რადგანაც მათ უკვე გააჩნიათ ტკივილის მართვის საჭირო უნარები.


პრაქტიკული კითხვები

რა კითხვები უნდა დაუსვას პაციენტმა საკუთარ თავს სამუშაოზე მიბრუნებამდე:

შემიძლია დავბრუნდე ჩემს წინა დამსაქმებელთან ან იგივე (ძველ) სამუშაოზე?

შემიძლია დავბრუნდე ჩემს წინა დამსაქმებელთან და ვაკეთო სხვა საქმე?

შემიძლია მოვეწყო ახალ დამსაქმებელთან და ვაკეთო იგივე საქმე, რასაც წინა სამსახურში ვაკეთებდი?

შემიძლია ვკითხო ჩემს მომავალ დამსაქმებელს, თუ შეიძლება დავიწყო მუშაობა ნახევარ განაკვეთზე და შემდეგი კვირების განმავლობაში ნელ-ნელა გავზარდო მუშაობის დრო?


სამსახურში დაბრუნების სქემები

სამსახურში დაბრუნების სქემების მაგალითები

სამთავრობო ინიციატივა

თვითდასაქმება

სხვა კარიერის არჩევა

მოხალისედ მუშაობა.


სამთავრობო ინიციატივა

ევროპის მასშტაბით არსებობს ბევრი სამთავრობო "სამუშაოზე დაბრუნების" სქემა ისეთი ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდხანს ვერ მუშაობდნენ. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ პაციენტს დახმარებისთვის მიმართოს დასაქმების მრჩეველს.


თვითდასაქმება

ხშირად, იმ პაციენტებს, რომელთაც ქრონიკული ტკივილი აწუხებთ, მუშაობის სურვილი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, ჩამორჩენის შიშის გამო ეკარგებათ. პრობლემა ისიცაა, რომ უმუშევრობიდან უცებ, სრულფასოვანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის დაწყება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს ასეთი ადამიანებისთვის. 


ამიტომ ვურჩევ ტკივილიან პაციენტებს საკუთარი თავის უფროსები გახდნენ – სხვა სიტყვებით, თვითდასაქმებით დაკავდნენ. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს თავად აირჩიონ სამუშაო დრო მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.


სხვა კარიერის არჩევა

შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი და თქვენს პაციენტებს დაეკითხოთ კმაყოფილები არიან თუ არა საკუთარი სამსახურით. მათი უმეტესობა აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მათ ძალიან ცუდი სამუშაო აქვთ. ნუ გაგაოცებთ ეს პასუხი, რადგან შესაძლოა ისინი, ქვეცნობიერად, თავიანთ ტკივილს არასასურველი სამსახურიდან თავის დასახსნელადაც კი იყენებდნენ. ამიტომაც შემდეგ კითხვაზე ისურვებენ თუ არ თავიანთ ყოფილ სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ, მაშინვე მიიღებთ პასუხს სხვა შესაძლო კარიერის დაწყების სურვილის შესახებ. მათ სახეზე შვებასაც დაინახავთ.


მოხალისედ მუშაობა

ზოგიერთ პაციენტს ანაზღაურებად სამუშაოზე დაბრუნება (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე) შეიძლება არარეალურად მოეჩვენოს. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ დაიწყონ მოხალისედ მუშაობა – დაეხმარონ სხვებს. ისინი შეძლებენ საკუთარი გრაფიკის შემუშავებას და მათთვის სასურველი სამუშაოს არჩევას. დროთა განმავლობაში ეს გაზრდის მათ თვითდაჯერებულობას და მალე ნორმალური სამუშაოს შესრულებასაც შეძლებენ.


 

  Copyright 2012