წელკავის (მწვავე წელის ტკივილის) მართვა

      გიორგი გეგელაშვილი

აქტიური ყოფა  

ნაადრევი მობილიზაცია და ვარჯიში ნაჩვენებია არაიშიაზური წელკავის დროს

თუნდაც ხანმოკლე წოლა არ არის საჭირო

წოლითი რეჟიმს არა აქვს სამკურნალო ღირებულება [1]

ზურგზე წოლა გამართლებულია მხოლოდ იშიაზის დროს; ისიც – მხოლოდ 2-3 დღით.


მედიკამენტური თერაპია  

მსუბუქი ტკივილის დროს მრავალი ინსტიტუტის რეკომენდაციით არჩევის პრეპარატია პარაცეტამოლი (4გ/დ)

პარაცეტამოლი უფრო უსაფრთხოა არასტეროიდებთან შედარებით

პარაცეტამოლი ეფექტურობით ოდნავ ჩამორჩება არასტეროიდებს

პარაცეტამოლით ხანგრძლივი და დიდი დოზით მკურნალობა სახიფათოა ღვიძლის დაზიანების შესაძლებლობის გამო

პარაცეტამოლი არ უნდა ჩაითვალოს პირველი რიგის პრეპარატად წელკავის დროს, თუ არ არსებობს უკუჩვენება არასტეროიდების მიმართ [2]

ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს ყველაზე მისაღებია არასტეროიდები

ფარმაკოთერაპიის მიზანი ტკივილის და ანთების შემცირებაა

არჩევი პრეპარატია იბუპროფენი ≤ 3200 მგ/დ [3]

რეკომენდაცია ემყარება ეფექტურობის, უსაფრთხოების და ფასის უპირატესობას.

მეორე რიგის პრეპარატებია

ფლურბიპროფენი ≤ 300 მგ/დ

კეტოპროფენი ≤ 150 მგ/დ

ნაპროქსენი ≤ 1250 მგ/დ.

კოქრანის მეტა-ანალიზი [The Cochrane Collaboration, 2011] [4]

არასტეროიდები ეფექტურია მწვავე და ქრონიკული წელის ტკივილის (იშიასის გარეშე) ხანმოკლე მკურნალობისთვის

არცერთი არასტეროიდის უპირატესობა არ გამოვლენილა

ცოგ-2 ნაკლებ გვერდით მოვლენებს ავლენს

თუმცა ცოგ-2 დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა რისკის გაზრდასთან სპეციფიკურ პოპულაციაში.

ძლიერი ტკივილის დროს შესაძლებელია არასტეროიდი + ოპიოიდის კომბინაცია

დამოკიდებულების განვითარების მაღალი ალბათობის გამო ოპიოიდის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ ეპიზოდურად [Cohen SP, 2008].

ზომიერი და ძლიერი ტკივილის დროს დამხმარე საშუალებებიდან შესაძლებელია კუნთის მომადუნებლების (მიორელაქსანტების) გამოყენება, თუმცა ამ საკითხზე საერთაშორისოდ შეთანხმებული აზრი არ არსებობს

მწვავე არასპეციფიკური წელის ტკივილის დროს დამატებითი ეფექტის მისაღებად ნაჩვენებია არა-ბენზოდიაზეპინური მიორელაქსანტები (cyclobenzaprine, tizanidine)

ძლიერი მტკიცებულება

ასევე, ნაჩვენებია ბენზოდიაზეპინური მიორელაქსანტები (diazepam, clonazepam) [5]

სუსტი მტკიცებულება.


წელკავის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები  

მკურნალობა ტემპერატურის ცვლილებით

მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, პაციენტები და არატრადიციული მკურნალები ირწმუნებიან მაღალი და დაბალი ტემპერატურის აპლიკაციის ეფექტურობას

ყინულის პარკების აპლიკაცია წელის მიდამოში

ცხელი სათბურის აპლიკაცია წელის მიდამოში

გაცხელებული ქვებით მკურნალობა – სტოუნთერაპია.

ხერხემლის გაჭიმვა – ტრაქცია

კვლევებით არ დასტურდება ეფექტურობა [6]

ხერხემლის კორსეტი – lumbar bracing

წელკავის პრევენციის ეფექტურობა პროფესიული აქტივობისას

ეფექტურობა არ დასტურდება [7]

მინიმალური სამკურნალო ღირებულება [8]

კინესთეზიური ”შემახსენებელია” სიმძიმის აწევის ან მოხრის დროს.


მანიპულაციები  

ხერხემლის გაჭიმვა - ტრაქცია

კვლევებით არ დასტურდება ეფექტურობა

Gay RE, Brault JS. Evidence-informed management of chronic low back pain with traction therapy. Spine J. 2008;8:234-242.

Fritz JM, Delitto A, Erhard RE. Comparison of classification-based physical therapy with therapy based on clinical practice guidelines for patients with acute low back pain: a randomized clinical trial. Spine 2003;28:1363-1372.

მანიპულაციები

ეფექტურობა საკამათოა

Bronfort G, Haas M, Evans R, et al. Evidence-informed management of chronic low back pain with spinal manipulation and mobilization. Spine J. 2008; 8:213-225.

Cleland JA, Fritz JM, Kulig K, et al. Comparison of the effectiveness of three manual physical therapy techniques in a subgroup of patients with low back pain who satisfy a clinical prediction rule: a randomized clinical trial. Spine 2009; 34:2720-2729.

სამედიცინო მოწყობილობები

”ზრდიან თუ არა სამედიცინო მოწყობილობები ავადმყოფობის გამოსავალს მწვავე წელის ტკივილის დროს? - ამის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს”

APS Bulletin • Volume 18, Number 2, 2007 Steven Stanos, DO, Department Editor

New Clinical Practice Guidelines on Low Back Pain Jane Martinsons, Staff Writer.


ამერიკის თერაპევტთა კოლეჯის და ტკივილის საზოგადოების რეკომენდაციები  

ფსიქოსოციალური შეფასებით შესაძლებელია გაქრონიკულების რისკის გამოცნობა

არასპეციფიკური წელკავის დროს აუცილებელი არ არის ნეიროგამოსახვა

ნეიროგამოსახვა აუცილებელია, როდესაც:

ტკივილი შეუპოვარია

იგეგმება ოპერაცია

გადაწყდა სტეროიდების ეპიდურული ინექცია

ეფექტურია თვითმართვა და აქტიური ყოფა

მედიკამენტებიდან რეკომენდებულია:

პარაცეტამოლი

არასტეროიდები.

 

ლიტერატურა  

[1] Cherkin D, Sherman KJ. Conceptualization and evaluation of an optimal healing environment for chronic low-back pain in primary care. J Altern Complement Med. 2004;10 Suppl 1:S171-8.

[2] Malanga ga, Dunn kr. Low back pain management: Approaches to treatment. The Journal of Musculoskeletal Medicine. Vol. 27 No. 8 July 30, 2010.

[3] Perina DG. Mechanical Back Pain Medication Medscape Reference. Apr 21, 2011.

[4] NSAID-s for low back pain (Review) Copyright © 2011 The Cochrane Collaboration. Published by John Wiley & Sons, Ltd

[5] Cohen SP, Argoff ChE, Carragee EJ. Management of low back pain. BMJ 2008; 337:a2718 doi: 10.1136/bmj.a2718.

[6] Gay RE, Brault JS. Evidence-informed management of chronic low back pain with traction therapy. Spine J. 2008;8:234-242.

Fritz JM, Delitto A, Erhard RE. Comparison of classification-based physical therapy with therapy based on clinical practice guidelines for patients with acute low back pain: a randomized clinical trial. Spine 2003;28:1363-1372.

[7] Woodhouse ML, McCoy RW, Redondo DR, Shall LM. Effects of back support on intra-abdominal

[8] Jellema P, van Tulder MW, van Poppel MN, et al. Lumbar supports for prevention and treatment of low back pain: a systematic review within the framework of the Cochrane Back Review Group. Spine 2001;26:377-386.

  Copyright 2012