|
|
| კ |
|
| კაუზალგია | ნერვის ტრავმული დაზიანების შემდგომი სინდრომი: მწველი ტკივილი, ალოდინია და ჰიპერპათია ხშირად თანხლებულია ვაზო- და სუდო-მოტორული, ხოლო მოგვიანებით სტადიაზე - ტროფიკული დარღვევებით. |
| კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები | ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც შეესაბამება თავის ტვინის რომელიმე უბნის, ფოკუსის, კერის დაზიანებას ან არასწორ ფუნქციონირებას. განსაკუთრებით თვალნათელია აურის დროს. მხედველობითი აურის დროს თავის ტვინის მხედველობაზე პასუხისმგებელი უბნის - კეფის წილის ნერვული უჯრედები “არაბუნებრივად” ფუნქციონირებენ. |
| კისრის კუნთების რიგიდობა | კისრის კუნთების დაჭიმულობა. უფრო ხშირად გულისხმობენ კისრის გამშლელი კუნთების ტონუსის მომატებას. |
| კრამპი | კუნთების მტკივნეული სპაზმი. უფრო ხშირია წვივების და ტერფის კუნთებში. იშვიათია კისრის, ქვედა ყბის, მუცლის კუნთებში. ”იდიოპათიური” კრამპი ჩვეულებრიც იწყება ფეხის დაჭიმვის, გაზმორების შედეგად, ღამით. |
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
|