შაკიკის პრევენცია უფრო ზუსტად - შაკიკის შეტევის პრევენცია. შაკიკის მართვის ერთ-ერთი ღონისძიებაა. გულისხმობს შაკიკის შეტევების აღმოცენების თავიდან აცილებას ან შეფერხებას და არა ავადმყოფობის განკურნებას.
შეუპოვარი თავის ტკივილი X
შეტევის სიხშირე შეტევების რაოდენობა დასაკვირვებელი დროის პერიოდში. ჩვეულებრივ, შეტევათა რაოდენობას აკვირდებიან ერთი თვის განმავლობაში და თვეებს ადარებენ ერთმანეთს. თუ მოცემული თვის განმავლობაში განვითარებულ შეტევას მოჰყვა უკუქცევითი თავის ტკივილი 48 საათის განმავლობაში და ამ უკანასკნელის განვითარება კალენდარულად შემდეგ თვეს ეკუთვნის, განიხილავენ იმავე შეტევის გაგრძელებად ანუ თვლიან ერთ შეტევად და მიაწერენ წინა თვეს. ახალი თვიდან შეტევები აღინუსხება, თუ წინა თვეში განვითარებული შეტევის შემდგომი უტკივილო პერიოდიდან გასულია 48 საათზე მეტი.
შენიშვნები:  
– [] - კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია გავრცელებული სინონიმები,
ინგლისური შესატყვისები ან სამედიცინო ჟარგონები.
– {} - ფიგურულ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ეტიმოლოგიური საფუძველი.
– // - დახრილ ფრჩხილებში მოცემულია ტერმინის ავტორი ან ლიტერატურული წყარო.
  Copyright 2012