| ჰ |
|
| ჰედის ზონები |
ადამიანის სხეულის ზედაპირის ვისცერო-სომატური წარმომადგენლობითი ველები. პირველი
აღმწერელი: ინგლისელი ნევროლოგი Sir Henry Head (1861 - 1940). თანაავტორი: William Halse
Rivers Rivers (1864 – 1922) - ინგლისელი ფსიქიატრი და ნევროლოგი. |
| ჰემიპლეგიური შაკიკი |
შაკიკის იშვიათი ფორმა, როდესაც ვითარდება კიდურების დამბლა. შემთხვევათა დაახლოებით
ნახევარში დასტურდება ავადმყოფობის მემკვიდრული ბუნება. |
| ჰიპერალგეზია |
ჩვეულებრივი ტკივილის გამომწვევი ზეზღურბლოვანი სტიმული იწვევს მომატებულ,
უჩვეულო რეაქციას. კლინიკური ტერმინია და არ მიუთითებს მექანიზმზე. |
| ჰიპერესთეზია |
მგრძნობელობის მომატება სტიმულზე, გარდა სპეციფიკური მგრძნობელობისა. გულისხმობს
როგორც ზღურბლის დაქვეითებას, ასევე მომატებულ რეაქციას ნორმალურ გამღიზიანებელზე. |
| ჰიპოესთეზია |
სტიმულის შეგრძნების დაქვეითება (გარდა სპეციფიკური გამღიზიანებლისა). |
| ჰიპერპათია |
სტიმულის, განსაკუთრებით განმეორებადი სტიმულების საპასუხოდ განვითარებული
სინდრომი, რომელიც გულისხმობს არანორმალურ ტკივილის რეაქციას ზღურბლის
მომატების პარალელურად. |
| ჰიპოალგეზია |
ტკივილის ჩვეულებრივ სტიმულზე შემცირებული პასუხი. ჰიპოესთეზიის ერთერთი ფორმა. |